მთავრობამ გააქრო ანგარიშიდან ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ამოქმედების ვალდებულება, რომელიც მთავრობის დადგენილებით არსებობდა - აქუბარდია
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ კაპიტულანტურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე მიმდინარეობს ქართული ოცნების პირობებში“, - ამ განცხადებას დეპუტატი თეონა აქუბარდია აკეთებს.აქუბარდია პრემიერის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ვერ მოხვდა რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და არც ოთხოზორია-ტატუნაშვილის შესახებ არის საუბარი.
მთავრობამ გააქრო ანგარიშიდან ტატუნაშვილი-ოთხოზორიას ის ვალდებულება სიის ამოქმედების, რომელიც არა მხოლოდ პარლამენტის რეზოლუციით, არამედ მთავრობის დადგენილებით არსებობდა, ეს კიდევ ერთი გზავნილია, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე საოკუპაციო რეჟიმის უკანონობის მიუხედავად, ქართული ოცნება აღარ დადგება და თამაზ გინტურის მკვლელობა დარჩება ასე უპასუხოდ, საბოლოო ჯამში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ კაპიტულანტურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე მიმდინარეობს ქართული ოცნების პირობებში,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.