საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია
საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ადასტურებს.
მანამდე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ვრცელდებოდა კადრები, როგორ გამოდიოდნენ მოქალაქეები მეტროს გვირაბიდან ფეხით.
არსებული ინფორმაციით, მეტროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია და 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა.