იციან თუ არა "ოცნების" წევრებმა, დეპუტატებმა, სამართალდამცავებმა და კერძო პირებმა რომ სანქცირებულები არიან?
იციან თუ არა "ოცნების" წევრებმა, დეპუტატებმა, სამართალდამცავებმა და კერძო პირებმა რომ სანქცირებულები არიან? - როგორც მილერი ამბობს, ამ ეტაპზე სახელებს არ ასაჯაროებენ, მაგრამ ისინი გაიგებენ სანქცირების შესახებ მაშინ, როდესაც "შეეცდებიან თუ არა შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას".
თუმცა, თუ პირებს უკვე აქვთ ვიზა, მათ მიუვათ შეტყობინება სანქცირებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.