გეგელია "ოცნებას": ჩაალაგეთ ბარგი-ბარხანა და მოემზადეთ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის
"ჩაალაგეთ ბარგი-ბარხანა და მოემზადეთ ძალაუფლების შვიდობიანი გადაცემისთვის, ეს სჯობს ამ ქვეყნისთვის," - ამ სიტყვებით მიმართავს გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას".
ლელოს წევრის თქმით, ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა გადააბაროს "ოცნებამ".
ჩაალაგეთ ბარგი-ბარხანა და მოემზადეთ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის, ეს სჯობს ამ ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია. ეს არის სანქციების პირველი რაუნდი, იქნება ბევრად უფრო მკაფიო, მკაცრი და მრავლისმომცველი სანქციები, მე ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ იმ მონას, რომელმაც უღალატა ჩვენს სახელმწიფოს,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.