ქოცებო, ბიძინა, აი, ამას ნიშნავს "დაუნ ვი დიქტეიტენ" - შალვა ნათელაშვილი
„ქოცებო, ბიძინა, აი, ამას ნიშნავს ‘’დაუნ ვი დიქტეიტენ’’, რასაც შეგპირდით ის შეგისრულეთ,“ - ამ სიტყვებით მიმართავს შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, სანქციების ეს ტალღა პირველია, შესაბამისად, ელის უფრო მკაცრ სანქციებს.
ვიცოდი, რომ დღეს მილერი ამას განაცხადებდა, მაგრამ არ დავარღვიე საავტორო უფლება და არ დავასწარი. ეს არის დამდგარი შედეგი, რომელიც ამით არ გაჩერდება, გაგრძელდება და სავიზო სანქციები მოენატრებთა, როცა დაკარგავენ ამერიკაში ნაყიდ სასახლეებს, ინვესტიციებს, უძრავ-მოძრავ ქონებას, როდესაც მათი ოჯახის წევრები ჭორვილაში დაბრუნდებიან უკან, მერე გაახსენდებათ მშობლიური ძარღვი, ნიადაგი, საქართველო,“ - ამბობს ნათელაშვილი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.