ხაბეიშვილი: რუსულ კანონზე ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია

06.06.24 23:00
ხაბეიშვილი: რუსულ კანონზე ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია

"მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. რუსულ კანონზე ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია," - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი სახდეპის სანქციების პირველ ტრანშს ეხმაურება, სადაც მოხვდა 30-მდე პირი, მათ შორის არიან "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები და კერძო მოქალაქეები.

"ქართული ოცნების"  წევრებს, რუსულ კანონზე ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება ?! ივანიშვილის პირობებში ეკონომილური კოლაფსი გარდაუვალია! 

ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები