აშშ მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა - ხაზარაძე
"ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა," - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.
როგორც ხაზარაძე ამბობს, სახდეპის მიერ სანქციების დაწესება "ოცნების" წევრებისთვის, დეპუტატებისთვის, სამართალდამცავებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე კერძო მოქალაქეებისთვის, აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ახლა ჯერი საქართველოს მოსახლეობაზეა და "ოქტომბერში გამარჯება ბოლომდე გავაფორმოთ".
ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის!
თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას ოცნების ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს, ეს დაუშვებელია, ეს მომავლის ღალატია!
ამიტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა - კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება რომ ოქტომბერში გამარჯება ბოლომდე გავაფორმოთ!" - წერს ხაზარაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.