საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი - მილერი

06.06.24 23:53
საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი - მილერი

"ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მილერის თქმით, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გამო მოხდა - "დავინახეთ საქართველო როგორ არბევს საკუთარ ხალხს, არბევს დემოკრატიულ განსხვავებულ აზრს, და ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ცვლის გზას, რომელზეც იყო - ევროკავშირისკენ, დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ".

ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს. რეალურად, თუ შეხედავთ იმას თუ საიდან იყოს ეს კანონი შთაგონებული, ვფიქრობ, ეს სხვა ქვეყნიდან იყო, რომელმაც ამ კანონის საკუთარი ვერსია მიიღო. რუსეთმა მიიღო ამ კანონის თავისი ვერსია და ნათელია, რომ იმ კანონის მოდელი იყო, რომელიც საქართველომ მიიღო.

ასე რომ, ჩვენი ქმედების საფუძველია ის, რომ დავინახეთ საქართველო როგორ არბევს საკუთარ ხალხს, არბევს დემოკრატიულ განსხვავებულ აზრს, და ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ცვლის გზას, რომელზეც იყო - ევროკავშირისკენ, დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ.

საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. მაგრამ საშუალებას არ მივცემთ შეერთებულ შტატებში შემოსვლის უფლებას ხალხს, გავაგრძელებთ ფინანსური სისტემის გადახედვას, რომელსაც საქართველოს ვაწვდით. და ეს ყველაფერი პოტენციალურად საშიშროების ქვეშაა თუ საქართველო არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ინტერესებსა და ღირებულებებს, რომლებსაც აქამდე გამოხატავდნენ,” - განაცხადა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

 

მსგავსი სიახლეები