"ქართველი ხალხის აქტი" ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის" - შაჰინი სანქციებზე

07.06.24 10:06
"ქართველი ხალხის აქტი" ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის" - შაჰინი სანქციებზე

"ჩემი კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი არ იქნება", - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სახდეპის მიერ რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას.

"მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ პირებისთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანი არ იქნება", - წერს შაჰინი. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები