არ ვიცი, მეხება თუ არა... მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! - ზავრადაშვილი

07.06.24 10:14
არ ვიცი, მეხება თუ არა... მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! - ზავრადაშვილი

"მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!", - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს.

ზავრადაშვილმა ჯერ არ იცის, სანქციები პირადად მასაც ეხება თუ არა.

მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს "სანქცია", მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით  მეც და "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! 

P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?"- წერს ზავრადაშვილი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები