რა "პოზიტივი" დაინახა ნინო წილოსანმა სანქციებში?
ნინო წილოსანმა სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებში "პოზიტი" დაინახა. "ოცნების" დეპუტატის თქმით, ამით ოპოზიციას "2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე".
რაც შეეხება მის პოზიციას, წილოსანი წერს, რომ მყარად დგას მის აზრზე და ეამაყება რომ საქართველოს ემსახურება.
სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია .
თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე “პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლი ვის და რატომ ჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება , ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინაის ომის შემდეგ ნათელი გახდა..
მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას !- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.