საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია - გეგელია
საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ გეგელიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გეგელიას თქმით, სანქციების პირველი ტრანშის გამოცხადება განგაშის ზარი და საბოლოო მოწოდებაა ყველა ქართველისადმი და მათ შორის "ქართული ოცნების" ამომრჩევლისადმი, რომ არჩევანი გააკეთონ რუსეთსა და დასავლეთს შორის და არჩევნებზე თქვან თავიანთი სათქმელი.
ისინი არ ელოდნენ, მაგრამ სანქციები მოვიდა. საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია.
აშშ და ევროკავშირში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც იქნება ფინანსური და ეკონომიკური ხასიათისაც და შეეხება მეტ ადამიანს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში და საგარეო ვექტორის ანტი-კონსტიტუციურ ცვლილებაში.
შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მყარად დგას, და ბოლომდე იდგება, ქართველი ხალხის გვერდით .
სანქციების პირველი ფაზა, რომელიც ქართული ოცნების ათობით წარმომადგენელს დაუწესდა, ემსახურება სწორედ ქართველი ხალხის, თითოეული პატრიოტი ქართველის დემოკრატიული ინტერესების დაცვას რუსეთის მსახური ხელისუფლებისგან, რომელმაც საკუთარ ერს ომი გამოუცხადა და ქართველების სახელმწიფო ინტერესის მსახურებას რუსეთის ინტერესების გატარება ამჯობინა.
ჩვენ აღარ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციაში გაწერილ ეროვნულ მიზნებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად ცივილიზებული თანამეგობრობის მხარდაჭერა და მყარი შესაძლებლობა, რომ სულ მალე ხელახლა გვყავდეს ხელისუფლება რომელიც იდგება ქართველების და საქართველოს სამსახურში.
შემთხვევით არ არის რომ სანქციების დაწესებისას, ენტონი ბლინკენმა ღიად განაცხადა, რომ აშშ “წინასაარჩევნოდ, არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდგომაც” იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ეს არის გზავნილი თითოეული ქართველისთვის რომ აშშ არ დაუშვებს არჩევნების მიტაცებას, საქართველის დაბრუნებას რუსულ ორბიტაზე და რუსული სპეცოპერაციის გამარჯვებას საქართველოში.
სამწუხაროდ, გუშინ ოფიციალურად გაცხადდა რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დროებით დასრულებულია. საქართველოს დღეს წარმოადგენს დასანქცირებული, ლეგიტიმაცია-დაკარგული ხელისუფლება, რომლის პირობებშიც უკვე ოფიციალურად გამორიცხულია ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება
ეს არის განგაშის ზარი და საბოლოო მოწოდება ყველა ქართველისადმი და მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლისადმი. ერთ მხარეს დგანან რუსები, მეორე მხარეს დგას ქართველი ერი. ამერიკის გზავნილუ ნათელია. ქართველმა ერმა უნდა დაიბრუნოს ისტორიული დასავლური გზა, და შესაბამისად შეცვალოს რუსეთის მსახური რეჟიმი, რათა შეძლოს და მოიპოვოს ახალი სიკეთეები მათ შორის უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, მეტი სამხედრო თანამშრომლობა
ყველა ქართველი ვისი მიზანიცაა მშვიდობახ უსაფრთხოება და განვითარება, დღეს დგება რუსეთის მსახური ხელისუფლებჯს წინააღმდეგ. 26 ოქტომბერს, ოცნება იღებს უმთავრეს სანქციას ქართველი ხალხისგან, ახალი კოალიციური ხელისუფლება კი დაუყონებლივ იწყებს", - განაცხადა გეგელიამ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.