გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ - ხუნდაძე
გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუდნაძისთვის ამერიკის სახდეპის გადაწყვეტილება მიუღებელია და ამას "დასავლური დემოკრატიის შავი დღედ" აფასებს.
ხუდნაძე კვლავ მეორე ფრონტზე საუბრობს და ამბობს, რომ ამბობს, რომ ამერიკის სანქციები იმის წინაპირობაა, რომ "თბილისშიც უკრაინული "მაიდანიზაცია" მივიღოთ."
“მთავარმა პარტნიორმა კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა. ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი კანონის მიღებისთვის სანქცირდება - მიუღებელია, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც [ლაზარე] გრიგორიადისი შეწყალებულია იმისთვის, რომ მან ძალადობა ჩაიდინა - ეს ძალადობის ხელშეწყობაა და როდესაც პოლიციელი სანქცირდება - ეს ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. ეს იმის წინაპირობაა, რომ თბილისშიც უკრაინული "მაიდანიზაცია" მივიღოთ, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამგვარია, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. საზოგადოებისა და ხელისუფლება მთავარი ჯავშანი და ფარია იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს ომი", - ამბობს ხუნდაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.