კალაძე სანქციებზე: არასერიოზულია, ღიმილისმომგვრელია
"არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია", - ასე ეხმაურება სახდეპის სანქციებს კახა კალაძე.
თბილისის მერის თქმით, მას სანქცირებასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე.... არანაირი შეტყობინება, არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს.
ვიღაცისთვის სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი," - ამბობს კალაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.