ხელისუფლებას სანქციები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისთვის დაუწესდათ - ლანა გალდავა

07.06.24 13:26
ხელისუფლებას სანქციები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისთვის დაუწესდათ - ლანა გალდავა

მართალია, საერთაშირისო იმიჯისთვის სამარცხვინოა, როცა ქვეყნის ხელისუფლება და მათთან დაკავშირებული პირები სანქცირდებიან, მაგრამ მათ ანქციები დაუწესდათ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისთვის,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

გალდავას თქმით, "ნამდვილი მეგობრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ".

არსებობს ერთი ობიექტური პოლიტიკური ჭეშმარიტება! ქვეყანა და მეტადრე ოკუპირებული, მაშინ არის ძლიერი, როცა ოკუპაციის საპირწონედ, გვერდით ჰყავს ძლიერი მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების სახით და განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, როცა წყეულ გასაბჭოებამდე, საქართველოც ზემოაღნიშნული ქვეყნების ისტორიული ოჯახის წევრი იყო. ამიტომ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სუვერენიტეტის სიმტკიცის, თავდაცვის მედეგობის ზრდის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის, დემოკრატიული პროცესების დაცვის და მისი სიჯანსაღის შენარჩუნების გზა გადის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მართალია, საერთაშირისო იმიჯისთვის სამარცხვინოა, როცა ქვეყნის ხელისუფლება და მათთან დაკავშირებული პირები სანქცირდებიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოაღნიშნულ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისთვის, იმიტომ, რომ იმოქმედეს არა საქართველოს და ქართველი ხალხის, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი კომფორტის შენარჩუნების მიზნით. 
ერთი სიტყვით, ჩვენი ნამდვილი მეგობრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გავიმარჯვებთ!
", - წერს ლანა გალდავა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები