საქართველოს "მწვანე შუქი" არ აქვს - რას წერს Financial Times?
ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ივნისში გეგმავს, თუმცა საქართველოს "მწვანე შუქი" არ აქვს.
გავლენიანი გამოცემა Financial Times წერს, რომ ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისია გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებს, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით სხვა მიმართულებით იქნება საუბარი, რადგან ქვეყანამ რუსული კანონი მიიღო:
საქართველომ, რომელმაც ბოლო კვირებში მიიღო კანონი „უცხო აგენტების შესახებ“ ბრიუსელის გაფრთხილებების მიუხედავად, მწვანე შუქი არ მიიღო," - წერს გამოცემა.
მაშინ, როცა რამდენიმე კვირაში ევროკომისიას სურს მიიღოს უკრაინა-მოლდოვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, საქართველო ამ მიმართულებით დღის წესრიგიდან მოხსნილია.
ევროკომისია პარასკევს გამოაცხადებს, რომ უკრაინა უკვე აკმაყოფილებს დარჩენილ შეუსრულებელ კრიტერიუმებს ანტიკორუფციული ზომების, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვის, თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირების წესებსა და უმცირესობათა ენების დაცვის კუთხით", - წერია სტატიაში.
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე საქართველოზე იმსჯელებენ. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოზე სამიტის ფარგლებში იმსჯელებენ. ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 27-28 ივნისს შეიკრიბებიან.