"ყველა პასუხს აგებს" - ნაცემი და დარბეული მოქალაქეების პასუხი დასანქცირებულ ძალოვანებს
ეს მხოლოდ დასაწყისია - ნაცემი და დარბეული მოქალაქეების პასუხი დასანქცირებულ ძალოვანებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების დაწყებულ რეპრესიებს ხალხის წინააღმდეგ ამერიკა სათანადო პახუხს გასცემს.
ის, ვისაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ, ვისზეც შური პერსონალურად იძიეს, ფიქრობს, რომ შეზღუდვების პროცესი შეუქცევადი იქნება.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ხელმძღვანელი დავით ქაცარავა "პირველებთან" ამბობს, რომ ყველა სანქცირებულების ვინაობა სულ მალე გაირკვევა და ყველა დამნაშავე მოძალადაე აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.
მარტო ხელისმომწერი არ არის დამნაშავე ამ კანონის მიღებაში. სისტემა დღეს დგას სწორედ აი ამ ძალადობაზე და ძალოვან სტრუქტურაზე, რომელიც გვებრძვის და ებრძვის თავისუფალ მოქალაქეებს და ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული გავლენის ქვეყანა გავხდეთ. რეპრესიული მანქანა მოქმედებაშია მოსული და არ უნდა გაუკვირდეს არცერთ რიგითს - პოლიციელს, მოსამართლეს, ჩინოვნიკს, თუ კანონმდებელს, რომ ისინი დასანქცირდებიან. შეიძლება, ვინმეს ვინაობა გაჟღერდეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, მაგრამ აუცილებლად, მათი ვინაობა დადგინდება და ყველა აგებს პასუხს როგორც ჩვენი პარტნიორების წინაშე, ასევე, როგორც კი ხელისუფლება ჩეიცვლება, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით", - ამბობს დავით ქაცარავა.
არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამერიკის შავ სიაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად შევიდა ძალაში, უკვე შეყვანილია ზვიად ხარაზიშვილი მეტ სახელად "ხარება" და საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნებიც.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.