"თავდაყირა დააყენა კოლეგის ჩვენება" - რას ჰყვებიან გურამ ადამიას საქმეზე პოლიციელები?

10.06.24 15:39
"თავდაყირა დააყენა კოლეგის ჩვენება" - რას ჰყვებიან გურამ ადამიას საქმეზე პოლიციელები?

როდის და რატომ დააკავეს პოლიციელებმა გურამ ადამია? - დღეს სასამართლო პროცესზე პოლიციელები გამოკითხეს.

პროცესზე, სადაც პოლიციელები გამოიკითხნენ და რომლებიც ამბობდნენ, რომ ხედავდნენ გურამ ადამიას და იმყოფებოდნენ იქ, სადაც მომიტინგე სამართალდამცავებმა დააკავეს, ადვოკატის შეფასებით, დაკავების პროცესს განსხვავებულად აღწერენ.

სამართალდამცავი (მოწმე 1): იგინებოდა... პოლიციელების მხრიდან გაკეთდა არაერთი მოწოდება. აქციას ჰქონდა ძადობრივი ხასიათი, ხოლო გდდ-ის თანამშრომლებს აღნიშნული პიროვნების დაკავებაში მოგვხმარებოდნენ...
ადვოკატი: დაშორება რამდენი იყო თქვენს და ბატონ გურამს შორის?
სამართალდამცავი (მოწმე 1): 7-10 მეტრი.
ადვოკატი: თუ გახსოვთ, რა ეცვა ბატონ გურამს?
სამართალდამცავი (მოწმე 1): არ მახსოვს.
ადვოკატი: გახსოვთ გურამის დაკავება?
სამართალდამცავი (მოწმე 1): გურამისკენ რომ წავიდნენ, ეგ დავინახე, მაგრამ დეტალებს ვეღარ ვხედავდი.
ადვოკატი: რომ მოიყვანეს, დაზიანებები თუ ეტყობოდა?
სამართალდამცავი (მოწმე 1): დაკავების ოქმშია აღნიშნული.
ადვოკატი: სად დააკავეთ?
სამართალდამცავი (მოწმე 1): ვერ აღვიქვამ.

რას ჰყვება მეორე მოწმე პოლიციელი:


სამართალდამცავი (მოწმე 2): დანახვით დანახვა შემეძლო.
ადვოკატი: თუ გახსოვთ, რა ეცვა ბატონ გურამს?
სამართალდამცავი (მოწმე 2): ბატონ გურამს მწვანე ზედა ეცვა, მგონი და ყვითელი შარვალი და კეტები.
ადვოკატი: წითელი ზედა არ ეცვა?
სამართალდამცავი (მოწმე 2): არ მახსოვს.
ადვოკატი: თქვენ თუ დაინახეთ, ბატონ გურამ ადამიას დაკავებისას თუ გაუსწორდნენ ფიზიკურად?
სამართალდამცავი (მოწმე 2): მსგავსი რამ არ დამინახავს... მომიტინგეთა ნაწილმა მოინდომა, ჩაიკეტა პარლამენტის შესასვლელი.
გურამ ადამია: აირწინაღი დაკავების დროს მეკეთა?
სამართალდამცავი (მოწმე 2): აირწინაღი რაღაც ნაწილი მახსოვს, რომ ხო, თითქოს გეკეთა, მაგრამ არ მახსოვს ახლა ასე ზუსტად.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ გურამ ადამიამ თქვა, პოლიციელების ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის არ იმყოფებოდა არცერთ იმ ლოკაციაზე, რომელსაც სამართალდამცავები სასამართლოს წინაშე მიუთითებდნენ.

100 მეტრზე მეტი იქნება, სადაც ეს კორდონი აქვთ მოწყობილი, არ ვიყავი იქ, ვერ ვიქნებოდი და პოლიციელს, შეიძლება შეეშალა და სხვა ადამიანი ჰქონდათ ამოღებული, რომელსაც შეიძლება მსგავსი ჩაცმულობა ჰქონდა, როგორც მე, შეიძლება ვინმე აგინებდა პოლიციას, უტყამდა და ის ადამიანი თავისუფალია და მე კანონმორჩილი ადამიანი დავდივარ სასამართლოში. იმ მხარეს საერთოდ არ ვიყავი და ვიდეო მასალა ამას ადასტურებს, რომ სხვა მხარეს ვარ დაკავებული, სხვა ქუჩაზე და სხვა ადგილზე,“ - ამბობს გურამ ადამია.

ადამიას ადვოკატის თქმით, სამართალდამცავების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. 

პირველი მოწმის ჩვენების თანახმად, ბატონი გურამი დააკავეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის იგინებოდა. ჩვენ მიერ წარდგენილი კადრების თანახმად, ბატონი გურამის დაკავება მოხდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ზუბალაშვილების ქუჩაზე.
მეორე მოწმემ საერთოდ შეცვალა და თავდაყირა დააყენა თავისი კოლეგის მიერ მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ ბატონი გურამი პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრის ბლოკირებას ახდენდა, რაც პირველ მოწმეს არ დაუნახავს,“ - ამბობს ადვოკატი.

 გურამ ადამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 13 ივნისს გამოაცხადებს.

გურამ ადამიას სამართალდამცავები სასტიკად პარლამენტთან გაუსწორდნენ. ადამიას რამდენიმე სპეცრაზმელი უსწორდებოდა და მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული:

მსგავსი სიახლეები