"ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული ტერორი" - მარიკაშვილი წიწიკაშვილის დაკავებაზე

11.06.24 12:22
"ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული ტერორი" - მარიკაშვილი წიწიკაშვილის დაკავებაზე

GDI-ის ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას შურისძიებად აფასებს და ამბობს, რომ ამ ქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან.

მარიკაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული ტერორის საკუთარი ხალხის მიმართ.

მარიამის მიმართ პოლიციის ქმედება არის წმინდად შურისძიება, მას რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. იქ არ არსებობდა რაიმე სამართალდარღვევა, რომლის აღკვეთაც შეეძლო პოლიციას. ძალიან ბევრი იდენტიფიცირებადი პირის მხრიდან ვნახეთ არაერთი თავდასხმა იმ ადამიანებზე, ვინც აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ფაქტიურად, არცერთ მსგავს შემთხვევაზე არ მიცემულა პასუხისგებაში დამნაშავე პირები. ჩვენ ვნახეთ დიტო სამხარაძის აღიარებითი განცხადება, ასევე ხარებას განცხადება სიებთან დაკავშირებით. აი ეს ყველაფერი ერთიანობაში და ის შედეგები, რასაც ვხედავთ, არის ზუსტად ხელისუფლების მხირდან გაცხადებული ტერორი საკუთარი ხალხის მიმართ", - ამბობს მარიკაშვილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარიამ წიწიკაშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს "მონა" უწოდა. მომხდარიდან მალევე მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ მარიამ წიწიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ წიწიკაშვილის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა. 

მსგავსი სიახლეები