"ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში აღმოჩდნენ, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ - რა ეჭვები აქვთ დეპუტატებს?
დეპუტატ თეონა აქუბარდიას ინფორმაციით,"ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც კვორუმის სიაში დასწრება აქვთ მითითებული, კენჭისყრის დროს ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებისა და „სოციალ - დემოკრატების“ ჩათვლით სულ 61 დეპუტატი იმყოფება და არა 73, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა.
დარბაზში 61 დეპუტატზე მეტი არ იყო და 73 იყო ტაბლოზე, მაგრამ ოპოზიციის წევრებს არ გაგვივლია ჩვენ რეგისტრაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია მანდატურის მიერ გადამოწმება, რასაც ვაპირებ, რომ დავაყენო, იმ შემთხვევაში, თუ შემოვიდა "ოცნების" ის დეპუტატები, რომლებიც დარბაზში დღეს არ ყოფილან.
მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილო ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, მან ნახა, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ჩანს, გასულები. სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცელზე. "ქართული ოცნება" თავად არღვევს რეგლამენტს, იმიტომ რომ სიაში არსებული "ქართული ოცნების" დეპუტატები, როლებსაც თითქოს დასწრება აქვთ პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
უმრავლესობის ლიდერი არ იმყოფება პარლამენტში. როგორც ჩანს, მართვის სადავეები მოუსუსტდათ სანქციების დაწევასთან ერთად. მამუკა მდინარაძის ხელი, ისევე როგორც სანქციების ხელი იგრძნობა დარბაზში", - ამბობს აქუბარდია.
"ოცნების" დეპუტატები" კვორუმის არარსებობას და შექმნილ უხერხულობას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე დაგვიანება საერთოდ "პირველების" ჟურნალისტს დააბრალა.
მეც კომენტარზე ვიდექი თქვენთან და ამის გამო დამაგვიანდა. 25 წუთი ვიდექი თქვენთან კომენტარზე და ვერ მოვასწარი და ვერ გავიარე რეგისტრაცია", - ამბობს თალაკვაძე.
პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. შალვა პაპაშვილმა სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ გამოცხადა, თუმცა ორჯერვე ეს მცდლეობა უშედგოდ აღმოჩნდა - კვორუმი არ შედგა. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.
შალვა პაპუაშვილმა სხდომის დაწყება 3 საათამდე გადაიტანა.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ვინც სხდომათა დარბაზშია, რეგისტრაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება "ქართულ ოცნების" დეპუტატებს, რამდენიმე მათგანი ქვეყანაში არ იმყოფება.
კახა კახიშვილი, დიტო სამხარაძე არსებობს ეჭვი რომ ორი დეპუტატის ბარათი სხვამ გამოიყენა, რომ კვორუმი შემდგარიყო