"პუტინი უნდა ჩაფლავდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

11.06.24 13:49
"პუტინი უნდა ჩაფლავდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

პუტინი უნდა ჩაფლავდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაეინმა რუსეთის და უკრაინის მიზნებს შორის სხვაბაზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ პუტინის მიზანს უკრაინის განადგურება წარმოადგენს, უკრაინას კი ომის დასრულება და საკუთარი მიწის დაცვა სურს. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა ომში მყოფი ქვეყნის საჭიროებებზე უნდა იზრუნოს. 

თითქმის 900 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულამშტაბიანი შეჭრა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე. ძალიან მკაფიოა, რა არის რისკის ქვეშ. რუსეთი იბრძვის უკრაინის დასასრულებლად, უკრაინა კი ომის დასასრულებლად იბრძვის. რუსეთი იბრძვის წარსულისთვის, უკრაინა - უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანადგურებს, უკრაინა იცავს. უკრაინის ცაზე რუსეთის ბომბების წვიმა მოდის. მათ სამიზნე შენობები და სავაჭრო ცენტრებია. პუტინის უნდა ქალაქების განადგურება. ხარკოვს და უკრაინას სჭირდება ჩვენი დახმარება. პუტინი უნდა ჩაფლავდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ აღდგეს ფერფლიდან. უკრაინას უნდა მივაწოდოთ ის საჭიროებები, რომელიც მას თავდასაცავად სჭირდება, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

მსგავსი სიახლეები