კობახიძის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის პარტიას შიგნიდან საერთაშორისო სანქციები ანგრევს - ფარულავა
კობახიძის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის პარტიას შიგნიდან საერთაშორისო სანქციები ანგრევს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ოპოზიციონერის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ „ფარისევლურად“ ისაუბრონ უკრაინაზე და ამით როგორმე საერთაშორისო წნეხი შეამცირონ.
კობახიძის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის პარტიას შიგნიდან საერთაშორისო სანქციები ანგრევს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ფარისევლურად ისაუბრონ უკრაინის დახმარებაზე და ამით როგორმე შეამცირონ საერთაშორისო წნეხი. ერთადერთი რამ, რაც შეიცვლება საქართველოში, ეს იქნება „რუსული მთავრობა“, რომელიც იქნება შემოდგომაზე და ამას ქართველი ხალხი გააკეთებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მსგავსი სიახლეები
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.