ვგმობთ და არ ვაღიარებთ ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში - ო'ბრაიენი
ვგმობთ და არ ვაღიარებთ ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ავრცელებს. ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.
შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ტარდება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - აცხადებს ო'ბრაიენი.
მსგავსი სიახლეები
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.