ირაკლი კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხზე წამოუდგა
ირაკლი კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხზე წამოუდგა - კადრებში, რომელიც უკრაინის აღდგენის კონფერენციიდან ვრცელდება, ჩანსმ, რომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზში მყოფი ლიდერები წამოდგნენ და ტაშით შეეგებნენ, ამ დროს ფეხზე დგას კობახიძეც.
საქართველოს პრემიერი ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
ღონისძიების დაწყებამდე ქართველ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა თქვა:
„ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად”.
მისი განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე.
მსგავსი სიახლეები
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.