პარტიის ახალ თავმჯდომარესთან სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ - იგორ ნარმანია

11.06.24 15:34
პარტიის ახალ თავმჯდომარესთან სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ - იგორ ნარმანია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, პარტიის ახალ თავმჯდომარესთან სამომავლო გეგმებზე და ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, თინა ბოკუჩავასთან საუბარი შედგა პარტიის როლზე რეჟიმის დამარცხებაში 26 ოქტომბრის არჩევნებზე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესთან,  ქალბატონ თინა ბოკუჩავასთან ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ქართულ პოლიტიკაში, ასევე ვისაუბრეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” როლზე, როგორც მთავარ ფლაგმანზე, მთავარ ოპოზიციურ პარტიის როლზე რეჟიმის დამარცხებაში 26 ოქტომბრის არჩევნებზე და განვიხილეთ ასევე სამომავლო გეგმები, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურობას საარჩევნო პროცესში და ახალგაზრდების ჩართულობაზე.” - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები