ორჯერ გაგვიუქმეს პარტია, იციან, რომ არჩევნებში 5%-ზე გაცილებით მეტს ავიღებთ - კოკა მორგოშია
პრორუსული "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოცა საარჩევნოდ "პატრიოტთა ალიანსთან" აგერთიანდნენ. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მათ პარტია ორჯერ დაუბლოკა, ამიტომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ.
ამასთან, მორგოშია ამტკიცებს, რომ ისინი არა პრორუსული, არამედ პროქართული ძალები არიან. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.
ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალები. ჩვენ ვართ ერთადერთი პროქართული ძალები, იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი არიან პროოცნების ძალები და პროევროპული ძალები, ეს ერთი. მეორე, ჩვენ საერთოდ პრობლემა არ გვაქვს ბარიერის გადალახვის ცალკეც კი იქიდან გამომდინარე, რომ ორჯერ გაგვიუქმეს პარტია. ორჯერ იმიტომ გვიუქმებენ პარტიას, რომ იციან, რომ 5%-ზე გაცილებით მეტს აიღებ, თორემ რომ იცოდნენ, რომ 5%-ის წკიპზე ხარ, პირიქით, მონაწილეობას მიგაღებინებენ და პრობლემა არ იქნება, 4,5 რომ დაგიწერონ. ამ აქციებამდე და ამ კანონის ინიცირებამდე გვინდოდა ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ორი პარტია გაგვიუექმეს. ასე რომ, გაერთიანებას ერთადერთი ეს დაკვეთა აქვს, რომ ხალხის დაკვეთა იყო, რომ ისეთი პოლიტიკური ძალები გავერთიანებულიყავით, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება გვქონოდა და „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონოდა იმის საშუალება ან სხვებს, რომ ეს ხმები გაენიავებინათ, - ამბობს კოკა მორგოშია.
პრორუსული და ძალადობრივი „ალტ ინფო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, "პატრიოტთა ალიანსის" პარტიის მეშვეობით მიიღებენ.