ბერძენიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს „ოცნების“ რეჟიმის სასტიკ სახეს და მცდელობას დააშინოს ადამიანები - ვაშაძე
"ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკ სახეს და მცდელობას დააშინოს ადამიანები," - ამ განცხადებით ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ზუკა ბერძნიშვილზე თავდასხმას.
ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ლეგიტიმაცია არ აქვს.
ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან და არც ევროპასთან.
„ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მმართველი რეჟიმის განაჩენი. ხელისუფლებამ სრულად დაკარგა ლეგიტიმურობა და საზოგადოების ნდობა.
მათი დრო ამოიწურა! სოლიდარობა ზუკას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა საკუთარი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამო! ეს უსამართლო და რეპრესიული რეჟიმი მალე დასრულდება ხალხის ერთიანი ძალისხმევით!
კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!” - გიორგი ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.