რეჟიმი არის აგონიაში - იგორ ნარმანია
„ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა მიანიშნებს იმას, რომ რეჟიმი არის აგონიაში, რადგან ის მარცხდება ქართველ ხალხთან, ქართველ ახალგაზრდებთან” - ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია სამოქალაქო აქტივისტე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამ თავდასხმას წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი.
ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა მიანიშნებს იმას, რომ რეჟიმი არის აგონიაში, რადგან ის მარცხდება ქართველ ხალხთან, ქართველ ახალგაზრდებთან და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის მოიხსენიებდა მას და მოიხსენიებდა, რომ თითქოს რაღაც აგრესიულ კამპანიაშია ჩართული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ხელოვნური და „რუსული ოცნების“ მიერ მართული ,“რუსული ოცნების“ მიერ დაორგანიზებული ,“რუსული ოცნების“ კანტორების მიერ, როგორიც არის სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამ ქეისებს შემდეგ არ იძიებს და თაროზე შემოდებს ხოლმე. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, აორგანიზებენ სამოქალაქო აქტივისტების, აქტიური ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან ყოველდღიურად რეჟიმს, რა თქმა უნდა კანონიერი მეთოდებით. „ოცნების“ ტიტუშკები უსწორდებიან ფიზიკურად აქტივისტებს და ჰგონიათ, რომ ვინმეს ამით შეაშინებენ, რადგან ამ „ტიტუშკებს“ არ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს სამშობლოსათვის თავგანწირვის მცნება.“- განაცხადა იგორ ნარმანიამ