"როგორ არ გრცხვენია, სინდისი დაკარგე?" - ზავრადაშვილი პაპუაშვილს აქუბარდიასგან იცავს
ხმაური პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს იცავს. დეპუტატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თეონა აქუბარდიას მიერ პარლამენტის სხდომაზე შალვა პაპუაშვილის მხილება.
მას შემდეგ რაც აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომრეს სასტიკად ნაცემი აქტივისთის, ზუკა ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და ძალადობის წახალისებაში ღიად დაადანაშაულა, ასპარეზზე ირმა ზავრადაშვილი გამოვიდა.
როგორ არ გრცხვენია მართლა, სინდისი დაკარგე? - უთხრა ზავრადაშვილმა აქუბარდიას.
რამდენიმე სააათის წინ, სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნან და ფიზიკურად გაუწორდნენ. "სირცხვილიას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან მოუწყვეს.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაცია "სირცხვილია", ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.