მივმართავ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ - ლევან სამუშია
საკუთარი მოქალაქეების მიზანმიმართული ტერორი, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ლევან სამუშია სამოქალაქო აქტივსტებზე გახშირებულ თავდასხმებს. ოპოზიციის წევრმა საგანგენო ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, გაასაჯაროონ, რა ეტაპზეა ნაცემი აქტივისტების საქმეები. მან ასევე, ხელისუფლებას მოუწოდა, შეაჩეროს ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
ხელისუფლების მხრიდან უკვე თეებია მიმდინარეობს ორგანიზებული, ჯგუფური ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან, და არესატი იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების ბატონი ზუკა ბერძენიშვილი და შემდგომ უმოწყალოდ იქნა ეს ადამიანი ნაცემი.
ეს არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვიცით ბატონი ქაცარავას ფაქტი, ჩვენ ვიცით მანაგაძის ფაქტი, ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი. საათები არ გვეყოფა იმ ფაქტების ჩამოსათვლელად და იმ ფაქტების დასასახელებლად, რაც ხდება. ეს არის მიზანმიმართული ტერორი საკუტარი მოქალაქეების მიმართ. ამ ტერორში ჩართულია სახელისუფლებო სტრუქტურები, ამ ტერორში ჩართულია საგმოძიებო სტრუქტურები, ვინაიდან ისინი განზრახ არ იძიებენ საქმეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა, სადაც სახეა დაფიქსირებული, სადაც სახელები და გვარებია ცნობილი, თუნდაც გმირთა მოედანზე მომხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც ბავშვები სცემეს და ყველას სახელი და გვარია ცნობილი. ყველამ ყველაფერი იცის, უბალოდ, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.
მე მივმართავ პროკურატრურას, მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროონ ის ვითომ დაწყებული გამოძიება ფორმალურად, რა ხდება ამ გამოძიებაზე, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი ტერორის შესაბამისად, ერთი ადამიანის მიმართაც არ იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
მივმართავ საგამოძებო სტრუქტურებს, განზრახ გულრგილობა და უმოქმედობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვინც დანაშაულში მონაწილეობს, ამას ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა აქვს და არავის არ შერჩენია და არც შერჩებათ მსგავსი ქმედება.
აქედან გამომდინარე, კიდევ და კიდევ მივმართავ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავს სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. შემთხვევა ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.
თავად ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტიკად ცემის დროს, მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკური ანაგარიშსწორებით დაემუქრა.
თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.