ლარი ისევ გაუფასურდა - ეკონომისტები ფასების გარდაუვალ ზრდაზე საუბრობენ

11.06.24 17:12
ლარი ისევ გაუფასურდა - ეკონომისტები ფასების გარდაუვალ ზრდაზე საუბრობენ

ლარი ისევ უფასურდება - დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ყიდვა 
2.8646 ლარად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვას 3.0763 ლარად შეძლებთ. ეს კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად უკვე 2 ლარი და 92 თეთრია საჭირო. ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ხელოვნური ჩარევები კურს ვერ აჩერებს - ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება - მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეზერვებიდან 60 მილიონი გაყიდეს, პროცესი შეუქცევადი გახდა.

ამ ყველაფერს კი ჯაჭვური რეაქცია ექნება - ექსპერტები საწვავის და პროდუქტების გაძვირებას ელოდებიან.

მიმდინარე ეკონომიკურ ტურბოლენტობას საქართველოს სავალუტო რეზერვები ვერ გაუძლებს და ლარი ყოველ კვირეულად განაგრძობს მინიმუმ, 20 პუნქტით გაუფასურებას. ეს თავიდან ბოლომდე გამოწვეულია რუსული კანონის მიღებიდან გამომდინარე, გამოწვეულია თავიდან ბოლომდე ამერიკული სანქციების გატარებით, ვინაიდან საერთაშორისო საფინანსო აქტორები სანქცირებულ ქვეყანასთან წყვეტენ ყველანაირ ეკონომიკურ ურთიერთობას და არ შედის ინვესტიციები. ვაჭრობა საერთაშორისო აქტორებიდან ხდება დოლარში და ქვეყანაში დოლარის დეფიციტის შემთხვევაში, ფასები ერთი ორად გაიზრდება,“ - ამბობს ოთო აბესაძე.

თუ კიდევ ზომამ მოიმატა და ხარისხმა ამ სანქციებისამ, ლარის კურსი სამწუხაროდ, მიაღწევს 2.95-იან ნიშნულს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ 3-იანი, ფსიქოლოგიური ნიშნული გადაკვეთოს. თუ ასე გაგრძელდება, გვექნება ფასების მატება ყველაფერზე, საბინაო კრიზისი უკვე დამდგარია და რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მივცოცავთ კრიზისისკენ,“ - ამბობს ნიკა შენგელია.

მსგავსი სიახლეები