ადამიანების დაშინების მცდელობაა - "ფორმულას" პროდიუსერი გამოკითხვაზე დაიბარეს

11.06.24 17:28
ადამიანების დაშინების მცდელობაა - "ფორმულას" პროდიუსერი გამოკითხვაზე დაიბარეს

რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია გრძელდება. გამოკითხვაზე  ამჯერად ტელეკომპანია "ფორმულას" პროდიუსერი ხათუნა საღინაძეა დაბარებული. პროდიუსერი საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და სახელმწიფო შენობების ბლოკირების საქმეზე მოწმის სახით იკითხება. პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თავად საღინაძე ფაქტს დაშინების მცდელობად აფასებს. 

დამირეკა გამომძიებელმა და რომ ჩავეკითხე, ისევ მითხრა, რომ აქციებს უკავშირდება ეს საქმე. კონკრეტულად რომელი მუხლია, მიპასუხე, რომ 222-ე 225-ე მუხლით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. ვიყავი როგორც ჟურნალისტი ადგილზე და ასევე როგორც აქციის მონაწილე. იქ რაიმე კანონდარღვევის მსგავსი მე პირადად არ მინახავს. ვნახოთ, რა კითხვებს დამისვამენ, რას საქმესთან დაკავშირებით ვარ მე გამოკითხვაზე. ცხადია, არჩევნები ახლოვდება, ეს ბრაზი არ გადის ადამიანების და მცდელობა აქვთ, რომ დააშინონ ის ადამიანები, ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ, - თქვა საღინაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე. 

 

 

მსგავსი სიახლეები