„ყველას ვამხელთ, ვინც ტერორში იქნება ჩართული” - პაპუაშვილი
„ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული ყველას ვამხელთ“ — ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას გამოსვლის, რომელიც ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხებოდა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა მათ შორის ეს საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ, თავისთავად, განსაკუთრებით იმ მხრივ, როცა ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ჯემნიუსის ჟურნალისტი რომელიც დეპუტატებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდა საჯაროდ, სირცხვილიას ეს ორი თანამშრომელი, რომლებიც ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, გრასის თუ ფაქტჩეკის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას. რამდენჯერმე, უკვე რამდენი ხანია ველი, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია თავად, ვინც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერც ერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან, ტერორისგან გამიჯვნისა", - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს თეონა აქუბარდიამ ნაცემი ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ მას "ახალგაზრდების სისხლში აქვს ხელი გათხვრილი".
რამდენიმე სააათის წინ, სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნან და ფიზიკურად გაუწორდნენ. "სირცხვილიას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან მოუწყვეს.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაცია "სირცხვილია", ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.