იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

11.06.24 17:52
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ლონდონის კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტახნის წინ გავრცელდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდა ქართული ხელნაწერის მფლობელი. 

აუქციონი თბილისის დროით 17:00 საათზე ჩატარდა.

დღეს, 11 ივნისს,  ლონდონის  Christie's  აუქციონზე Manuscript Masterpieces from The Schøyen Collection  წარმოდგენილი  ი ყო სინაის მთის (ეგვიპტე)  ხელნაწერი არამეულ და ქართულ ენაზე.

ის ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში.

შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან.

აუქციონის სახლის ინფორმაციით, ხელნაწერი ქართველმა ბერმა და სწავლულმ ა იოანე ზოსიმემ 979 წელს ხუცური დამწერლობით შექმნა. ის მარტინ შოენის კოლექციიდან იყიდებოდ ა.

1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია.

1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისთვის და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.

კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.

   

მსგავსი სიახლეები