კობახიძე: სანქციები არასერიოზულთან ერთად, შეურაცხმყოფელიცაა
"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის", - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
კობახიძეს ჰკითხეს, ელის თუ არა ხელისუფლება აშშ-ის სანქციების შემდეგ ევროკავშირისგანაც მსგავსი ნაბიჯების გადადგმას:
ეს არ შეესატყვისება ასევე პარტნიორობის სულისკვეთებას, აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ," - თქვა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.