ორი უშედეგო მცდელობა და არცერთხელ გახსნილი სხდომა - "ოცნებამ" ქვორუმისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა

11.06.24 20:09
ორი უშედეგო მცდელობა და არცერთხელ გახსნილი სხდომა - "ოცნებამ" ქვორუმისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა

 

 

"ოცნებამ" საპარლამენტო არდადეგები უდროო დროს დაიწყო. ამერიკული სანქციებით განერვიულებულმა დეპუტატებმა დასვენება გადაწყვიტეს, რის გამოც პარლამენტი დღეს პარალიზებული გახდა. ორი უშედეგო მცდელობა და არცერთხელ გახსნილი სხდომა. ოლიგარქის გუნდი დილის 12 საათიდან ქვორუმისთვის საჭირო ხმების შეგროვებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად პულტებით მანიპულაციის ხერხსაც კი მიმართეს, მაგრამ სულ ტყუილად. ბოლოს 12 საათზე დასაწყები სხდომა, 3-ზე გაიხსნა.

ყველაფერი ოპოზიციის მოულოდნელი სიურპრიზით დაიწყო, როცა ხელისუფლების ოპონენტებმა  რეგისტრაცია არ გაიარეს. ამ პროცედურული ომის მიზანი კი იმის დემონსტრირება იყო, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე "ოცნებას" საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება არ შეუძლია. ამ გადაწყვეტილებამ ოლიგარქის გუნდი წყობიდან გამოიყვანა. ბოლოს, იძულებით მიყვანილი დეპუტატებისგან რომ ქვორუმი შეადგინეს და სხდომა, როგორც იქნა, გახსნეს, საკუთარი თავიც თავად ამხილეს. აქამდე რომ გვარწმუნებდნენ, რომ სანქციები სულ არ ადარდებდათ, დღეს თითქმის ყველა გამომსვლელმა ამერიკულ სანქციებზე ისაუბრა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები