პრემიერის მოულოდნელი სახეცვლილება - რა განცხადებები გააკეთა კობახიძემ ბერლინში?

11.06.24 20:17
პრემიერის მოულოდნელი სახეცვლილება - რა განცხადებები გააკეთა კობახიძემ ბერლინში?

 

 

პრემიერის მოულოდნელი სახეცვლილება - ამერიკის მიერ სანქცირებული ხელისუფლების პირველი პირი დღეს ცდილობდა, საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ პუტინის მოკავშირე არ არის. უკრაინას მეგობრობას უმტკიცებდა და სხვა ლიდერების გასაგონად იმ დახმარებაზე საუბრობდა, რაც საქართველომ ომში მყოფ ქვეყანას გაუწია. თუმცა, მთავარი სათქმელი ევროპელმა ლიდერებმა კობახიძეს, სავარაუდოდ, დახურულ კარს მიღმა უთხრეს. რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს პრემიერის პირველი ვიზიტი იყო ევროპაში. 

დიდი ალბათობით, კობახიძეს ისიც განუმარტეს, რომ წელს საქართველოს ევროკავშირისგან კარგი ამბების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. საფრთხეშია ის მონაპოვარიც, რაც ქვეყანამ გასულ წელს მიიღო. რუსეთთან პოლიტიკური ფლირტისთვის საქართველოს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. საქართველო ევროპას შორდება, უკრაინამ კი დღეს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადადგა.  ბერლინში მყოფ ზელენსკის უთხრეს, რომ თვის ბოლოს კიევისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებები იხსნება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები