კალიურანდი და მიკსერი: ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს

11.06.24 19:52
კალიურანდი და მიკსერი: ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს

"ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტაების, მარინა კალიურანდისა და სვენ მიკსერის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. 

ისინი ურყევ მხარდაჭერას იმეორებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს ვგმობთ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიქციური არჩევნების ორგანიზება 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები