შემეფეთა fake დომენიკო მანგო. დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში - ოდიშარია
"შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო... დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში," - ასე მოიხსენიებს დეპუტატი ბექა ოდიშარია აქტივისტს, რომელმაც გუშინ მარკეტში რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მას მონა და რუსი ეძახა.
ბექა ოდიშარია შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს ახალგაზრდას:
შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო. დახლებს შორის ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი და დაიზახა პირველად მხოლოდ ეს ფრაზა, რომ შენ ხარ რუსულ კანონზე ხელის მომწერით.
დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში.
თუ არ ხარ 100 დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება, ამბობენ, 100-დან 500 დოლარამდეო, მაგრამ მაგას მგონი, რომ 100 დოლარს ვერ გასცდება,“ - ამბობს ოდიშარია.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ გაუსწორდა ახალგაზრდას ფიზიკურად და დეპუტატის მითითებით მოხდა თუ არა ფიზიკური ანგარიშსწორება, ოდიშარია ასე პასუხობს "საერთოდ დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში გინებაზე, მითუმეტეს დედის გინებაზე, ჯერჯერობით, არავის აუკრძალია ის, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს".
სისულელეებს ნუ მეკითხებით. საერთოდ დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში გინებაზე, მითუმეტეს დედის გინებაზე, ჯერჯერობით, არავის აუკრძალია ის, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს. ერთჯერადი მოხმარების რომ ხარ, იმსახურებ იმას, რომ ასეთი ეპითეტით გაგისწორდნენ. როგორ აღმოჩნდა იქ? შუადღეს სტამბაში ის იჯდა მთავარი არხის ჟურნალისტებთან ერთად.
აქ არის მომწამვლელი გაზი, რომლითაც ის იყო ჩასაფრებული. კამერებზე ეს ყველაფერი არსებობს. ის უსაფრდება პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს შურისძიების მიზნით, ამაზე პასუხს რომ გამცემს, მერე მიიღებს პასუხს ყველაფერზე,“ - ამბობს ოდიშარია.
ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ქართული ოცნების დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო.
აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისთვის განმარტებების მოთხოვნის შემდეგ მას ფიზიკურად ოდიშარიას შვილი გაუსწორდა.