საქართველოს ჰყავს ბოლშევიკი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება კრემლს და არა ქართველ ხალხს - გეგელია

14.06.24 13:35
საქართველოს ჰყავს ბოლშევიკი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება კრემლს და არა ქართველ ხალხს - გეგელია

დღეს საქართველოს ჰყავს ბოლშევიკი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება კრემლს და არა ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამას ცხადყოფს რობინ დანიგანის განცხადებაც და ასევე, ის გარემოება, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ქმედებებს უწონებს.

გეგელია ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" მიზანია ქვეყანა ისეთ სახელმწიფოებთან გააიგივოს, როგორიც რუსეთი, ჩინეთი და ირანია. 

დღეს საქართველოს ჰყავს ბოლშევიკი ხელისუფლება, რომელიც ბოლშევიკური მენტალობით და რუსული გეოპოლიტიკური მიზნებით შეიარაღებული ემსახურება კრემლს და არა ქართველ ხალხს. ამის დასტურია, როდესაც შენი ყველაზე ახლო და მჭიდრო პარტნიორი სახელმწიოფს ელჩი პირველად ისტორიაში ასე ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ჩართული რუსულ ამოცანაში, რუსულ პროპაგანდაში და ამავე დროს, პარალელურად, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ საქართველო სწორად იქცევა. მე ვფიქრობ, რომ ამ კამპანიის ბოლო არის დადასტურებულად საქართველოს ისეთ სახელმწიფოსთან ბლოკში მოხვედრა, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოები, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

„ქართულ ოცნებას“ შტარებისგან დღეს კიდევ ერთი განცხადება წამოეწია. რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციაა გაჩაღებული. 

ამის პარალელურად, რუსეთი საქართველო ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია და „ქართულ ოცნებას“ იცავს. 
 

მსგავსი სიახლეები