"ქართული ოცნება" კომუნისტურ საბჭოთა პათოსს დაემსგავსა - პაატა მანჯგალაძე
"ქართული ოცნება" კომუნისტურ საბჭოთა პათოსს დაემსგავსა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ყველა ავტოკრატიას ხალხის დასათგრუნად მტრის ხატი სჭირდება და ასეთად "ქართულმა ოცნებამ" ამერიკა დასახა.
მართლა კომუნისტურ საბჭოთა პათოსს დაემსგავსა „ქართული ოცნება“. ქართველი მეჩაიები გმობენ ამერიკის იმპერიალიზმს, დაახლოებით ასეთია „ქართული ოცნების“ განცხადებები ომის პარტიასთან. ყველა ავტოკრატიას სჭირდება მტრის ხატი, მტრის საფრთხე, რომ ხალხი დათრგუნოს, საკუთარი მოქალაქეები ამ საფრთხით. იფიქრეს, იფიქრეს, რუსეთზე ვერაფერი თქვეს, იმიტომ, რომ თვითონ არიან რუსები და თქვეს, რომ 30 ათასი კმ-ით საქართველოსგან დაშორებული ამერიკა ყოფილა მტერი, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
„ქართულ ოცნებას“ შტარებისგან დღეს კიდევ ერთი განცხადება წამოეწია. რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციაა გაჩაღებული.
ამის პარალელურად, რუსეთი საქართველო ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია და „ქართულ ოცნებას“ იცავს.