"ჩვენც ძალიან გვწყინს" - ქადაგიშვილი აშშ-ს ელჩის განცხადებაზე
ჩვენც ძალიან გვწყინს, როდესაც მსოფლიოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატულ და ლიბერალურ კანონს უწოდებენ რუსულ კანონს, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილის აშშ-ს ელჩის განცხადებას. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მმართელ პარტიას რუსული სატელიტისი იარლიყს უსაფუძვლოდ კიდებენ.
დიდი პატივისცემით ქალბატონ ელჩთან, ჩვენც ძალიან გვწყინს, როდესაც მსოფლიოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატულ და ლიბერალურ კანონს უწოდებენ რუსულ კანონს და აქედან გამომდინარე საქართველოს მოურიდებლად ჰკიდებენ რუსული სატელიტობის იარლიყს. ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ამ მხრივაც გაიგებენ ჩვენს გულის წუხილს, - ამბობს ქადაგიშვილი.
„ქართულ ოცნებას“ შტარებისგან დღეს კიდევ ერთი განცხადება წამოეწია. რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციაა გაჩაღებული.
ამის პარალელურად, რუსეთი საქართველო ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია და „ქართულ ოცნებას“ იცავს.