ხელისუფლება რუსეთის საამებლად მოქმედებს - ბადი ჯაფარიძე

14.06.24 15:24
ხელისუფლება რუსეთის საამებლად მოქმედებს - ბადი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ს ელჩის განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს, სრულად ეთანხმება.   ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორებს შეურაცხყოფს და მათ დისკრედიტაცაის ცდილობს და ამას რუსეთის საამებლად აკეთებს. 

აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ, რომ აღვირახსნილი პროპაგანდა მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მედიასაშუალებებით, „ქართული ოცნების“ სპიკერების მხრიდან. პროპაგანდა, რომელიც მიმართულია ჩვენი პარტნიორების შეურაცხყოფისკენ, მათი დისკრედიტაციისკენ. ეს არის ტიპიური რუსული მეთოდიკა პროპაგანდის, როდესაც ხდება დასავლური ღირებულებების, დასავლელი პარტნიორების დამცირება, მათთვის თასგვარი, მოგონილი იარლიყების მიწებება და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გატარდეს რუსეთის ხელისუფლებისთვის და რუსული პოლიტიკური წრეებისთვის სასიმოავნო პოლიტიკური ხაზი საქართველოში, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

„ქართულ ოცნებას“ შტარებისგან დღეს კიდევ ერთი განცხადება წამოეწია. რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციაა გაჩაღებული. 

ამის პარალელურად, რუსეთი საქართველო ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია და „ქართულ ოცნებას“ იცავს. 

 

მსგავსი სიახლეები