"ჩვენს ქვეყანას გამარჯვება ძალიან უხდება და დღესაც ჩვენი გუნდი აუცილებლად გვასახელებს" - ქომაგები გორშიც ემზადებიან
ეროვნული ნაკრების მხარდამჭერები და ქართული ფეხბურთის ქომაგები არიან შეკრებილები გორშიც. ეპიცინეტრი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაა.
სამზადისი იქ უკვე დასასრულს უახლოვდება - მოწყობილია დიდი ეკრანი და სცენა, სადაც საღამოს ფეხბურთის დაწყებამდე მუსიკალური ნომრები შესრულდება.
საქართველოს ისტორია იწერება დღევანდელ დღეს და პირველი პრეცენდენტია, რომ ამ განწყობაზე ვართ, ეს არ არის მარტო სპორტი, ეს არ არის მარტო ფეხბურთი, ეს არის საქართველოს ისტორია და პატარა-დიდი, ყველა 100 პროცენტით გადართულია დღევანდელ დღეზე, გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
გორში განწყობა არის ძალიან ამაღლებულ იდა რაღა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს, იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან საქართველოს ნაკრები გადის ევროპის ჩემპიონატზე. როგორც წარსულში მოგვიტანეს ამ ბიჭებმა უდიდესი გამარჯვება და უდიდესი სიხარული, ასე იქნება ახლაც და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას გამარჯვება ძალიან უხდება და დღესაც ზუსტად იმის მომსწრენი გავხდებით, რომ ჩვენი გუნდი აუცილებლად გვასახელებს,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
უნდა მოვიგოთ უეჭველი, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და კარგ ფორმაშია, სასწაულ ფორმაში შეიძლება ითქვას და ჩვენი გულშემატკივრობა სჭირდება,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის.
ცნობისთვის, ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.
ზუგდიდი, აჭარა, იმერეთი და თითქმის საქართველოს ყველა ქალაქი - ისტორიული მატჩისთვის მზადება რეგიონების ნაწილში უკვე დასრულებულია, ნაწილში კი ახლაც გრძელდება. დიდი მზადება მიმდირეობს ბათუმშიც. ზღვისპირა ქალაქში ქომაგები ქუჩებში დადიან და ხალხს ცენტრალურ სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებენ, სადაც მატჩის დაწყებამდე კონცერტებია დაგეგმილი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.