"პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი სანქცირებული მამუკა მდინარაძეა
"პირველების" ინფორმაციით, რუსული კანონის ავტორი, მამუკა მდინარაძე შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში ერთ-ერთია. თავად მდინარაძე სანქცირებას არ აღიარებს, ამბობს, რომ ეს ტყუილია.
ტყუილი ინფორმაცია გაქვთ, გატყუებენ. არანაირი შეტყობინება არ მომსვლია და არ მისვლია არავის. მე გარანტირებულად გეუბნებით, რომ თქვენ არანაირი წყარო არ გყავთ, თქვენით იგონებთ"- ამბობს "ქართული ოცნების" ლიდერი.
მდინარაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ამერიკის მოქმედი ვიზა არ აქვს, შესაბამისად, სანქცირებულთა იმ კატეგორიაში გადის, ვინც ვიზის მიღების დროს გაარკვევს, რომ შავ სიაშია.
საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულები არიან.