"ოცნების" მიერ ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა რუსეთის ჩარებითაა მიღებული - ხაზარაძე

20.06.24 15:34
"ოცნების" მიერ ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა რუსეთის ჩარებითაა მიღებული - ხაზარაძე

როგორ განვითარდება ანაკლიის პორტი და როგორ უნდა შეჩერდეს ჩინური კონსორციუმისთვის უმნიშნელოვანესი პროექტის გადაცემა? რამდენიმესაათიანი შეხვედრა პარტია "ლელოსა" და ექსპერტებს შორის დასრულებულია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ახლა ისევ დასავლურ ინვესტიციებშია. 

"ლელოს" ლიდერის" მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ოცნების" მიერ ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა რუსეთის ჩარებითაა მიღებული, რადგან ხაზარაძის თქმით, რუსეთს ნოორისისკში პრობლემები აქვს და ოკუპანტ ქვეყანას სურს ჩინეთის გავლით ჩვენს ქვეყანაში ალტერნატიული რუსული პორტი შექმნას.

დაუშვებელია გადასცე შენი სტრატეგიული ობიექტები ქვეყანას, რომლის მმართველობაში არის კომუნისტური პარტია. კომპანია, რომელიც არის სახელმწიფო და ქვეყანა, რომელიც ეხმარება შენი ქვეყნის მთავარ მტერს და ოკუპანტს. აქედან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება არის დანაშაულებრივი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთში არის საკმაოდ საინტერესო რეპუტაციული დონის კერძო კომპანიები, რომლებსაც არ გამოუთქვამთ სურვილი ანაკლიის პროექტში ჩართვისა, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მიღებულია რუსეთის ჩარევით, იცით რომ ნოორისისკში პრობლემებია და რუსეთს ჩინეთის გავლით აქ უნდა შექმნას ალტერნატიული რუსული პორტი, რომელსაც დაერქმევა ჩინური პორტი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ჩინურ კონსორციუმს ანაკლიამდე ერთი ხელმოწერა აკლია. ცნობილი ხდება, რომ ჩინური კონსორციუმისთვის ანაკლიის პორტის ჩასაბარებლად, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი და სადავო შეთანხმებას მწვანე შუქს რამდენიმე კვირაში აუნთებენ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.