"რა ქონებას ვფლობ ახლა მე ამისთანას" - მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილთან "მატერიალური დაინტერესების გამო არ არის"

21.06.24 13:25
"რა ქონებას ვფლობ ახლა მე ამისთანას" - მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილთან "მატერიალური დაინტერესების გამო არ არის"

მმართველი გუნდის განაყოფის, "ხალხის" ძალის ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან მატერიალური დაინტერესების გამო არ არის.

"რა ქონებას ვფლობ ახლა მე ამისთანას" - ამბობს მაჭარაშვილი, ისევ ოლიგარქს ადიდებს და მის "პოლიტიკურ ქველმოქმედებაზე" საუბრობს.

მე პირდაპირ მივმართავ ამ ადამიანს, დაინტერესდეს პირადად ჩემი ქონებით, რა ქონებას ვფლობ ახლა მე ამისთანას, რომ ახლა თითქოს ჩვენ რაღაცა მატერიალური დაინტერესების გამო ვართ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ ერთი მიზნით ვართ ბატონ ბიძინასთან, ის და მისი ოჯახი ადრე ემსახურებოდა საქართველოს მხოლოდ მატერიალური და ნაწილობრივ სვხა მიმართულებით საქართელოს და ახლა უკვე პოლიტიკური ქველმოქმედებაც ჩართო. ჩვენ, ვინც ვართ მის ირგვლივ, ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამერიკელი პროფესორმა ლინკოლნ მიჩელმა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, "ჰელსინკის კომისიის" სხდომაზე განაცხადა:

მიტჩელმა ასევე თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილს თავში  რაღაც იდეა მოუვა და ირგვლივ არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ამ იდეას გააკრიტიკებს ან წინააღმდეგობას გაუწევს". 

  •