აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ მაცხოვარია - ღუდუშაური, "ჰელსინკის კომისიაში" გაკეთებულ განცხადებებზე
აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ მაცხოვარია - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებზე განაცხადა.
აბსოლუტური ჭეშმარიტება, აბსოლუტური სიმართლის მატარებელი და ჭეშმარიტების მატარებელი, მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარია. ვერცერთი განცხადება, ვერც ერთი პირის მიერ გაკეთებული განცხადება, ვერ იქნება პრეიუდიცია და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად შემოსაღებული, მაშინ, როცა ძალიან მარტივია, გვაქვს ხელსაწყოები, წავიკითხავთ, რა წერია სხვა კანონებში, რა წერია ქართულ კანონში და ძალიან მარტივ შედარებას გავაკეთებთ". - განაცხადა ღუდუშაური.
ამერიკელი პროფესორმა ლინკოლნ მიჩელმა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, "ჰელსინკის კომისიის" სხდომაზე განაცხადა:
- "რატომ უნდა გაიხადო საქმე არჩევნების მოსაპარად?" - მძიმე გზავნილები ივანიშვილის პარტიას ჰელსინკის კომისიიდან.
- მიიღო თუ არა ივანიშვილმა რუსული კანონის დამტკიცების მითითება კრემლიდან? - რას ამბობს ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი?
- "ივანიშვილს, მისი სიმდიდრის 90% რომ გამოაკლო, იმხელა ფული მაინც დარჩება, რომ მის თაობებს ეყოს"
მიტჩელმა ასევე თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილს თავში რაღაც იდეა მოუვა და ირგვლივ არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ამ იდეას გააკრიტიკებს ან წინააღმდეგობას გაუწევს".