"მიტჩელი ყველაზე კარგად იცნობს ივანიშვილს და იცის, რამდენად ემსახურება ის კრემლის დავალებებს" - აქუბარდია
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია "ჰელსინკის კომისიაში" ბიძნა ივანიშვილის ყოფილი მრევლის, ლინკონ მიტჩელის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიტჩელი ყველაზე კარგად იცნობს ქართველ ოლიგარქს. შესაბამისად, აქუბარდიას მიჩნია, რომ სწორედ მიტჩელმა იცის ყველაზე კარგად, თუ "რამდენად ემსახურება ბიძინა ივანიშვილი კრემლის დავალებებს".
ლინკონ მიტჩელი ყველაზე კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს. ის იყო მისი პირადი მრჩეველი, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" აქტიურად უჭერდა მხარს და ეთერებშიც დადიოდა და საუბრობდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების საჭიროებაზე. შესაბამისად, ყველაზე მეტად მან იცის, თუ რამდენად ემსახურება ბიძინა ივანიშვილი კრემლის დავალებებს", - განაცხადა აქუბარდიამ.
ამერიკელი პროფესორმა ლინკოლნ მიჩელმა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, "ჰელსინკის კომისიის" სხდომაზე განაცხადა:
- "რატომ უნდა გაიხადო საქმე არჩევნების მოსაპარად?" - მძიმე გზავნილები ივანიშვილის პარტიას ჰელსინკის კომისიიდან.
- მიიღო თუ არა ივანიშვილმა რუსული კანონის დამტკიცების მითითება კრემლიდან? - რას ამბობს ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი?
- "ივანიშვილს, მისი სიმდიდრის 90% რომ გამოაკლო, იმხელა ფული მაინც დარჩება, რომ მის თაობებს ეყოს"
მიტჩელმა ასევე თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილს თავში რაღაც იდეა მოუვა და ირგვლივ არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ამ იდეას გააკრიტიკებს ან წინააღმდეგობას გაუწევს".