"მიტჩელი ცდება, როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილი არავის უსმენს - ის უსმენს მოსკოვს" - სამადაშვილი
"მიტჩელი ცდება, როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილი არავის უსმენს - ის უსმენს მოსკოვს" - ასე გამოეხმაურა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი "ჰელსინკის კომისიაში" ივანიშვილის ყოფილი მრჩეველის, ლინკონ მიტჩელის განცხადებებს.
სამადაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ თუ არ გვინდა, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყანა მართოს, მაშინ ივანიშვილი ჩამოშორებულ უნდა იქნას ხელისუფლებიდან.
ვფიქრობ, რომ ის დღესაც ცდება, როდესაც ამბოს, რომ ივანიშვილი არავის არ უსმენს. ივანიშვილი უსმენს მოსკოვს და რუსეთს. თუ არ გვინდა კრემლმა გვმართოს და ვლადიმერ პუტინმა მართოს ეს ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს და ამისთვის აუცილებელია როგორც გარედან ზეწოლა, უმკაცრესი სანქციები, მიმართული პირდაპირ ივანიშვილზე, ასევე ცხადია, ქართველი ხალხის ძალიან ფართო ფრონტით წინააღმდეგობის გაწევა",- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ამერიკელი პროფესორმა ლინკოლნ მიჩელმა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, "ჰელსინკის კომისიის" სხდომაზე განაცხადა:
- "რატომ უნდა გაიხადო საქმე არჩევნების მოსაპარად?" - მძიმე გზავნილები ივანიშვილის პარტიას ჰელსინკის კომისიიდან.
- მიიღო თუ არა ივანიშვილმა რუსული კანონის დამტკიცების მითითება კრემლიდან? - რას ამბობს ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი?
- "ივანიშვილს, მისი სიმდიდრის 90% რომ გამოაკლო, იმხელა ფული მაინც დარჩება, რომ მის თაობებს ეყოს"
მიტჩელმა ასევე თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილს თავში რაღაც იდეა მოუვა და ირგვლივ არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ამ იდეას გააკრიტიკებს ან წინააღმდეგობას გაუწევს".